სიახლეები

ლადო აფხაზავა მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ათეულშია!

St. Patrick’s Day Craft and Classroom Activity Round Up

ლადო აფხაზავა სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელია. მისი სახელი 50 საუკეთესო მასწავლებეთა შორის უკვე ამოიკითხა მსოფლიომ. ახლა კი, ის ამ სიის საუკეთესო ტოპ ათეულში მოხვდა. Global Teacher Prize-ის გამარჯვებულ პედაგოგი ჯილდოდ მილიონ დოლარს მიიღებს. გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება 24 მარტს, დუბაიში. 





ლადო აფხაზავა 2012 წლიდან მცირე საოჯახო სახლის მენეჯერია, სადაც სულ რვა ბავშვი ცხოვრობს. აღსანიშნავია ისიც, რომ 2017 წელს, პედაგოგმა მასწავლებლის ეროვნული ჯილდო მოიპოვა.



 „უსაზღვროდ გამახარა ლადოს წარმატებამ! ესაა ადამიანი, რომელიც შემოქმედებითობისა და ინოვაციის მაგალითია. ჩვენი მიზანიც ესაა, დავნერგოთ მეტი ინოვაცია სკოლებში და ხელი შევუწყოთ პედაგოგებს განვითარებაში“,- განაცხადა ინოვატორსის დამფუძნებელმა ავთანდილ რუხაძემ.


დაინტერესდით? მოგვწერეთ

გაგზავნა