სიახლეები

სქულბუქისა და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მეგობრობა გრძელდება

St. Patrick’s Day Craft and Classroom Activity Round Up

სქულბუქმა ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლას მასწავლებელთა პროფესიული საერთაშორისო დღე მიულოცა.



ამავე ვიზიტის ფარგლებში, სკოლის მართვის ელექტრონული სისტემის (Schoolbook 1.5) განახლებასთან დაკავშირებით, ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის დირექტორთან, ბატონ მამუკა მესხიშვილთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა ხელი მოაწერეს ურთიერთანამშრომლობის ხელშეკრულებას, შეაფასეს გასული სასწავლო წელი და ახლი სასწავლო წლის სიახლეებით დაწყება მიულოცეს ერთმანეთს.



„სქულბუქის სისტემის (Schoolbook 1.5) ახალი ვერსია ვიზუალურად დაიხვეწა და კიდევ უფრო მიმზიდველი გახდა. 

ამასთან, აღსანიშნავია, რომ იგი სრულიად თავსებადიყველა თანამედროვე ვებბრაუზერთან ( Google Chrome, Opera, Mozilla და სხვა ). შესაბამისად, მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც კომპიუტერებზე, ასევე პლანშეტურ მოწყობილობებზე. 

სკოლები, სადაც დანერგილია სქულბუქი,   უკვე მობილური აპლიკაციითაც შეძლებენ სარგებლობას. 


სისტემას დაემატა კიდევ მრავალი სხვა ფუნქცია, რითაც ის უკონკურენტო გახდა ბაზარზე“- განაცხადა სქულბუქის პროექტის ხელმძღვანელმა ლიკა აბრამიშვილმა.



როგროც ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის დირექტორის მოადგილემ, ლელა ფიცხელაურმა სქულბუქთან საუბრისას აღნიშნა, სკოლა კვლავ განვაგრძობს აქტიურ მონაწილეობას საერთაშორისო კონფერენციებსა და ოლიმპიადებში. 2018-2019 სასწავლო წელს, სკოლა სხვადასხვა მიმართულებით გეგმავს ასპარეზობას ტუნისსა და ბოცვანაში, ამერიკასა და მალაიზიაში STEM-ის მიმართულების საგნების კონფერენციებზე.


აღსანიშნავია, რომ 2017-2018 სასწავლო წელს, სკოლას 53 კურდამთავრებული ჰყავდა. კურდამთავრებულთა უმეტესობამ მოიპოვა 100%-იანი სახელმწიფო გრანტი და ამჟამად ყველა მათგანი განაგრძობს სწავლას სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში.“



სკოლის წარმომადგენლება ასევე შეაფასეს სქულბუქთან ერთწლიანი თანამშრომლობა და აღნიშნეს, რომ მათი მოლოდინები გამართლდა. 

"სქულბუქისგან ყოველთვის ოპერატიულად და ამომწურავად ვიღებთ ყველა ჩვენს კითხვაზე პასუხს. მშობლები კი უაღრესად კმაყოფილები არიან, რადგან სისტემამ გაუმარტივა მათ სკოლასთან კომუნიკაცია.


სქულბუქთან ურთიერთობას დავახასიათებდი ერთი სიტყვით - სანდო“ - აღნიშნა ლელა ფიცხელაურმა.


ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა უკვე ერთი წელია სარგებლობს სკოლის მართვის ელექტრონული სისტემით.




დაინტერესდით? მოგვწერეთ

გაგზავნა