Schoolbook.ge

სერვისები

SchoolBook-ი საშუალებაა სკოლის სიძლიერისთვის

services icon

SchoolBook-ის ძალა

სკოლის მართვის პროგრამის შექმნის იდეის გაჩენიდან დღემდე, უკვე 5 წელია ვმუშაობთ განათლების სპეციალისტებთან ერთად პროგრამის დახვეწასა და გამრავალფეროვნებაზე. ამ ხნის მანძილზე კონსულტაციებს გავდივართ ადმინისტრატორებთან, მშობლებთან და მასწავლებლებთან , რათა შევქმნათ კიდევ უფრო მარტივი გზა კომუნიკაციისთვის. ვფიქრობთ, რომ ჩვენ ეს საკმაოდ წარმატებულად შევძელით. 



services icon

100 ძირითადი ფუნქცია

SchoolBook-ის პროგრამა საშუალებას აძლევს სკოლებს გამოიყენონ მისი მაქსიმალური შესაძლებლობები. პროგრამა წარმოდგენილია 100-ზე მეტი ძირითადი ფუნქციით, რაც მისი ავტომატიზირებულ რეჟიმში მუშაობის წინაპირობაა. პროგრამა ამარტივებს ინფორმაციის მიმოცვლას სკოლის ადმინისტრაციას, მასწავლებელსა და მშობელს შორის. ეს ყველაფერი კი ერთი ინტეგრირებული მონაცემთა ბაზიდან ხორციელდება.  

ჩვენი მიდგომა სკოლის მართვის სისტემისადმი იმითაა გამორჩეული, რომ სკოლის რეალური ცხოვრება ტრანსფორმირებულია ელექტრონულ პლატფორმაზე, ავტომატიზირებულია ყველა შიდა პროცესი. სისტემა წამიერად აღიქვამს ნებისმიერ ცვლილებას, რომელსაც სკოლა ახორციელებს და ეს ცვლილება ავტომატურად ისახება სისტემის ყველა რგოლში. 

ჩვენს მომხმარებლებს არ უწევთ ScoolBook-ით სარგებლობისთვის მოდულების მიხედვით ფულის გადახდა. თქვენ იღებთ ერთიან სისტემას და იხდით მხოლოდ მის ყოველთვიურ საფასურს.


  • მოსწავლის ბაზაში დაფიქსირება
  • ონლაინ აპლიკაცია
  • მოსწავლეთა და ოჯახის ინფორმაზიის მენეჯმენტი
  • ჯგუფური შეტყობინების დაგზავნის შესაძლებლობა
  • კათედრების მართვა
  • მასწავლებელთა აქტივობების მართვა
  • სასკოლო კლუბების (წრეების) მართვა
  • ბიბლიოთეკის მენეჯმენტი +
  • ონლაინ გადახდები
  • გადახდები +
  • გადახდების გეგმის მართვა
  • დოკუმენტების მართვა
  • ადამიანური რესურსები
  • უსაფრთხოება
  • მოსწავლეთა დასწრება
  • მოსწავლეთა ნიშნების წიგნი
  • ნიშნის დაანგარიშების მრავალმხრივი ფუნქციონალი
  • რეპორტინგი

services icon

დამატებითი ღირებულების სერვისები

ScoolBook-ი არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ ძირითადი ფუნქციებით. ჩვენს მომხმარებლებს შეუძლიათ კიდევ უფრო გაიმარტივონ სკოლის მართვის პროცესი და დამატებითი ღირებულების სერვისებით ისარგებლონ. პროგრამაში ჩართვის მომენტიდან, სკოლა ღებულობს ერთიან სისტემას საბაზო ფუნქციებით. ახალი მოდულის დამატება, ან არსებულის განახლებული ვერსიით სარგებლობა დამატებითი ღირებულების სერვისში შედის.


ონლაინ აპლიკაცია - მოსწავლეთა მიღების პროცესი ასეთი მარტივი ჯერ არ ყოფილა. დააჩქარეთ კომუნიკაცია, დააჩქარეთ სასკოლო განაცხადის წარდგენის პროცესი, და შექმენით აპლიკანტთა ბაზა ონლაინ აპლიკაციის დახმარებით.


გადახდები + - თქვენ არ მოგიწევთ საკუთარი ონლაინ გადარიცხვების ისტორიის სანახავად მიმართოთ საბანკო სექტორს. მთელი წლის მანძილზე განხორციელებული ტრანზაქციები ერთ სივრცეში გექნებათ.


გადახდების გეგმის მართვა - ეხმარება მშობელს მართოს სწავლების გადასახადი ინდივიდუალური გეგმის მიხედვით.


სკოლის საიტი - შექმენით თქვენი სკოლისთვის უნიკალური საიტი და მოარგეთ ის თქვენს საჭიროებებს.


ბიბლიოთეკის მენეჯმენტი + - მრავალმხრივი ფუნქციონალი და წიგნების ბიბლიოგრაფიის სკანირების უახლესი მეთოდები.

დაინტერესდით? მოგვწერეთ

გაგზავნა