Schoolbook.ge

SHOOLBOOK-ის შესახებ

იდეა შენი სკოლისთვის!


ჩვენ ისინი ვართ, ვინც მიჰყვება თქვენს ოცნებას, იმუხტება ინოვაციითა და ენერგიით, ვინც თქვენს ყოველდღიურ საქმიანობას უფრო კომფორტულს და მოქნილს მოქნილს ხდის.

უკვე რამდენიმე წელია Innovators Group Georgia SchoolBook-ს სთავაზობს სკოლებს. SchoolBook-ი სკოლის მართვის ყველაზე მძლავრი პროგრამაა, რომელიც განკუთვნილია კერძო სკოლებისთვის და მოიცავს სკოლის ყველა სტრუქტურულ ერთეულს. უკონკურეტო პროგრამის შექმნას წინ უამრავი მოსამზადებელი სამუშაო უძღვოდა. ჩვენ შევქმენით უნაკლო სკოლის მართვის პროგრამა, რომლის შემადგენელი ყოველი რგოლიც ერთად და შეთანხმებულად მუშაობს.

სკოლები შეუზღუდავად სარგებლობენ SchoolBook-ით. მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ნებისმიერ დროს სკოლის ადმინისტრაციას, მასწავლებლებსა და მშობლებს მუდმივად აქვთ შესაძლებლობა თვალი ადევნონ სკოლაში მიმდინარე პროცესებს.


school Icon

სკოლის ადმინისტრაციას

ვუბრუნებთ იმ დაკარგულ დღეს, რომელსაც რუტინული ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულებაში ატარებს. ჩვენი ავტომატიზირებული სერვისები დაეხმარება ადმინისტრაციას მართოს სკოლის სხვადასხვა ინფორმაცია, როგორიცაა მოსწავლეთა/მასწავლებელთა დემოგრაფიული მონაცემები, კლასები და საგნები ერთი ადგილიდან. ადმინისტრაცია ასევე ფლობს სხვადასხვა კონტროლის მექანიზმს, როგორიცაა მასწავლებელთა აქტივობის კონტროლი, ნიშნების კონტროლი, სწავლის დავალიანებების კონტროლი და კიდევ სხვა მრავალი.




Teacher Icon

მასწავლებლებს

მეტი შესაძლებლობა რესურსების სწორად დაგეგმვისთვის. SchoolBook-ი საშუალებას აძლევს მასწავლებლებს დაზოგონ უამრავი დრო და ენერგია, რომელსაც მოსწავლეთა გაცდენებისა და მათი საშუალო ნიშნების თვლაში ხარჯავდნენ. დროის დაზოგვით პედაგოგები უკეთ შეძლებენ ორიენტირდნენ მოსწავლეების განათლებაზე და მუდმივად დინამიკაში აკონტროლონ მათი აკადემიური მოსწრება.




 Icon

მშობლებს

SchoolBook-ის ძირითადი ფუნქციები საშუალებას აძლებს მშობელს იყოს მუდმივად ინფორმირებული და ნებისმიერ დროს იცოდეს საკუთარი შვილის აკადემიური მოსწრება, ჰქონდეს კონტაქტი პედაგოგებთან, ელექტრონულად გადაიხადოს სწავლის გადასახადი და ა.შ.

icon

ჩვენ შევქმენით პროგრამა, რომელიც მაქსიმალურად მარტივია დასანერგად და ყველასათვის ხელმისაწვდომია.

icon

მას შემდეგ რაც SchoolBook-ი დაინერგება სკოლაში, პროგრამის უკეთ ათვისების მიზნით, ჩვენი კონსულტანტები ჩაუტარებენ სკოლებს უფასო ტრენინგებს. თქვენ ასევე შეგეძლებათ იხილოთ ჩვენი ტრენინგ მასალები ჩვენივე საიტის გვერდზე.

icon

ჩვენი სერვისები მორგებულია მომხმარებლის საჭიროებებს და მუდმივად მზად ვართ ვუპასუხოთ თქვენს შეკითხვებს. ჩვენი Call ცენტრის ოპერატორები კი სამუშაო საათებში (10:00-19:00) ყოველთვის უპასუხებენ თქვენს ზარებს.

თუ დახმარება დაგჭირდათ, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ თქვენს გვერდით ვიყოთ.

icon
icon

"მე ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩვენმა სკოლამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. SchoolBook-მა გაამარტივა ჩვენი სასკოლო ცხოვრება. ყველაფერი რაც მაინტერესებს ჩემი შვილის შესახებ შემიძლია ერთ სივრცეში ვნახო. მიხარია, რომ ჩვენ SchoolBook-ის ნაწილი ვართ".

ნინო ბრეგვაძე

სკოლა "--"-ის მოსწავლის მშობელი.

დაინტერესდით? მოგვწერეთ

გაგზავნა