ლიდერი სკოლის ადმინისტრირების ელექტრონულ პროგრამებში გაიგე მეტი
უბრალოდ ჰკითხეთ ჩვენს მომხმარებლებს, რატომ არის Schoolbook-ი უფრო მეტი ვიდრე სკოლის მართვის პროგრამა
უკვე რამდენიმე წელია ჩვენი კომპანია SchoolBook-ს სთავაზობს სკოლებს. უკონკურენტო პროგრამის შექმნას წინ უამრავი მოსამზადებელი სამუშაო უძღვოდა. ჩვენ შევქმენით უნაკლო სკოლის მართვის პროგრამა, რომლის შემადგენელი ყოველი რგოლი ერთად და შეთანხმებულად მუშაობს.
სკოლები შეუზღუდავად სარგებლობენ SchoolBook-ით. მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ნებისმიერ დროს სკოლის ადმინისტრაციას, მასწავლებლებსა და მშობლებს მუდმივად აქვთ შესაძლებლობა თვალი ადევნონ სკოლაში მიმდინარე პროცესებს.
ჩვენთან თანამშრომლობა მხოლოდ პროგრამის გამოყენებით არ შემოისაზღვრება. SchoolBook-ის მომხმარებლები მუდმივად სარგებლობენ ჩვენი პროგრამული მხარდაჭერით, უფასო ტრენინგებითა და შეუზღუდავი სამომხმარებლო სერვისებით.
შეგიძლიათ თავადაც სცადოთ და გაიგოთ, რატომაა SchoolBook-ი საქართველოში ყველაზე პოპულარული სკოლის ადმინისტრირების პროგრამა.
ყოვლისმომცველობა და ინტეგრირებულობა - ეს ის უპირატესობებია, რაც ხდის SchoolBook-ს იმაზე უფრო მეტს, ვიდრე სკოლის მართვის პროგრამას.
პროგრამა SchoolBook-ი საშუალებას აძლევს სკოლებს გამოიყენონ მისი მაქსიმალური შესაძლებლობები. პროგრამა წარმოდგენილია 100-ზე მეტი ძირითადი ფუნქციით, რაც მისი ავტომატიზებულ რეჟიმში მუშაობის წინაპირობაა. პროგრამა ამარტივებს ინფორმაციის მიმოცვლას სკოლის ადმინისტრაციას, მასწავლებელსა და მშობელს შორის. ეს ყველაფერი კი ერთი ინტეგრირებული მონაცემთა ბაზიდან ხორციელდება.
SchoolBook-ი არ შემოიფარგლება მხოლოდ 100 ძირითადი ფუნქციით. ჩვენს მომხმარებლებს შეუძლიათ კიდევ უფრო გაიმარტივონ სკოლის მართვის პროცესი და დამატებითი ღირებულების სერვისებით ისარგებლონ. პროგრამაში ჩართვის მომენტიდან, სკოლა ღებულობს ერთიან სისტემას საბაზო ფუნქციებით. ახალი მოდულის დამატება, ან არსებულის განახლებული ვერსიით სარგებლობა დამატებითი ღირებულების სერვისში შედის.
SchoolBook-ი თავის მომხმარებლებს უფასოდ სთავაზობს პროგრამის დაყენებას და მონაცემთა პირველადი ბაზის შექმნას. ეს გვეხმარება მარტივად დავნერგოთ პროგრამა ყველა სკოლაში და საგრძნობლად დავაჩქაროთ მონაცემთა ბაზების შექმნის პროცესი. ამის საფუძველზე, ჩვენ შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ სისტემის დასანერგად საჭირო ერთწლიან საქმეს ჩვენ ოთხ კვირაში ვასრულებთ.
საკმარმარისია სკოლა ჩაერთოს SchoolBook-ში, მომხმარებლებს საშუალება აქვთ ისარგებლონ უფასო წვდომით ჩვენი კვალიფიციური ტრენერების ონლაინ ტრენინგებზე. SchoolBook-ის მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ SchoolBook-ის უნივერსიტეტის ფარგლებში, ნახონ სხვადასხვა გზამკვლევი, ტრენინგის ვიდეო ან ისარგებლონ ინტერაქციული კურსებით.
ხშირია, როდესაც მომხმარებელს რაიმე სჭირდება, ან უბრალოდ შეკითხვა უჩნდება კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენი გუნდი მუდმივად მზადაა მიიღოს თქვენი ზარები და უპასუხოს თქვენს გამოგზავნილ შეკითხვებს.
ჩვენ ხელმისაწვდომს ვხდით SchoolBook-ს ყველა სკოლისთვის. არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რამხელაა სკოლა, ბევრი მოსწავლე ჰყავს თუ ცოტა. ტარიფი განისაზღვრება სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით. მას შემდეგ რაც თქვენი მოსწავლეების ზუსტი რაოდენობა გვეცოდინება, დადგინდება თქვენი სკოლის ინდივიდუალური ტარიფიც.